
ავტორი
Front News საქართველო
ეკონომიკური ზრდა ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ სათანადოდ ხელფასები, ეს არის ჩვენი მიდგომა და დანარჩენი ასახული იქნება, რა თქმა უნდა, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, პრობლემები იყო სკოლების მშენებლობებთან დაკავშირებით, თუმცა უკვე სათანადო ვადებში გაგრძელდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი.
"რაც შეეხება სკოლების მშენებლობის შეფერხებას, სერიოზული პრობლემა იყო დაგეთანხმებით, ნამდვილად შეფერხდა სკოლების მშენებლობა. ამას ჰქონდა თავისი მიზეზები, იყო მანკიერი პრაქტიკა ჩამოყალიბებული სამინისტროს კონკრეტულ უწყებაში, განათლების სამინისტროს ვგულისხმობ. ამის გამო ჩვენ მოგვიწია პროცესის შეჩერება თვეების განმავლობაში და შემდეგ თავიდან დაიწყო ეს პროცესი, თუმცა ახლა უკვე ეს ყველაფერი ჩავლილია და სათანადო ვადებში გაგრძელდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. რაც შეეხება სკოლებში ხელფასების ზრდას, აქაც ეკონომიკური ზრდა ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ სათანადოდ ხელფასები. ეს არის ჩვენი მიდგომა და დანარჩენი ასახული იქნება, რა თქმა უნდა, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში და სახელმწიფო ბიუჯეტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს