
ავტორი
Front News საქართველო
მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების დასანქცირება მიუღებელია და როდესაც ამის საფუძველზე, სისხლიანი სასამართლო სისტემის შემოქმედი “ნაცმოძრაობა“ მოსამართლეების გადადგომას ითხოვს, ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ არის სწორი, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღემდე საქართველოში აშშ-ის ელჩი ქართულ საზოგადოებას არ მიიჩნევს იმის ღირსად, რომ ოთხი მოსამართლის დასანქცირებაზე მტკიცებულებები წარადგინოს.
“ჩვენ კვლავაც ვითხოვთ მტკიცებულებების წარმოდგენას, თუმცა ვხედავთ, რომ დღემდე ელჩი არ თვლის ქართველ საზოგადოებას ღირსად, რომ წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომელიც დაკავშირებულია ოთხი მოსამართლის დასანქცირებასთან, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის არასწორი დამოკიდებულება ქართველი საზოგადოების მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ. არ შეიძლება, მტკიცებულებების გარეშე ქართველი მოსამართლეების დასანქცირება. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. აქედან გამომდინარე, კვლავაც პრინციპულად ვითხოვთ მტკიცებულებებს მისი მხრიდან, თუმცა დღემდე დუმილია ამასთან დაკავშირებით.
მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების დასანქცირება მიუღებელია და როდესაც ამის საფუძველზე, სისხლიანი სასამართლო სისტემის შემოქმედი “ნაცმოძრაობა“ მოსამართლეების გადადგომას ითხოვს, ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ არის სწორი“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს