ირაკლი კობახიძე - ელდარ შენგელაიას სახით ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა გენიალური რეჟისორი


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ ოჯახს, მის ახლობლებს და მთელ საქართველოს.
ელდარ შენგელაიას სახით ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა გენიალური რეჟისორი, რომლის ლეგენდარულმა ფილმებმა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „ცისფერი მთები“ და ა.შ. არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ, ზოგადად, ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა.
როგორც ელდარ შენგელაიას გასაოცარი და ყველასთვის საყვარელი ფილმები, ისე ხსოვნა ლეგენდარულ ქართველ კინორეჟისორზე სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის გულებს და ქვეყნის ისტორიაში“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს