
ავტორი
Front News საქართველო
ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე მთლიანად პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილი, ეს უპასუხისმგებლო კაცი, კაცობა რომ ჰქონდეს, შიმშილობას მხოლოდ ამის გამო შეწყვეტდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული.
“ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე მთლიანად პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილი, ეს უპასუხისმგებლო კაცი. მას ელემენტარული კაცობა რომ ჰქონდეს, რა თქმა უნდა, შიმშილობას მხოლოდ ამის გამო შეწყვეტდა, თუმცა მას კაცობის არაფერი სცხია. მან ეს დაამტკიცა ცხრა წლის მანძილზე, როცა მმართველობაში იყო და როცა ოპოზიციის ლიდერი იყო. მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებ, ეს პასუხისმგებლობა გააცნობიეროს, თუმცა ამ შემთხვევაში, ოპტიმიზმის საფუძველი არ მაქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული“, – განაცხადა კობახიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს