Logo

ირაკლი კობახიძე – Emaar ჯგუფი არის უმსხვილესი ინვესტორი უძრავი ქონების სფეროში, 6 მილიარდდოლარიან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი

პოლიტიკა
1245
Frontnews image description

Emaar ჯგუფი არის უმსხვილესი ინვესტორი უძრავი ქონების სფეროში და ერთი რამ უნდა ითქვას, რომ სადაც ხელი მოჰკიდა კონკრეტულ პროექტს Emaar ჯგუფმა, ყველგან მიიყვანა სათანადო ვადებში ბოლომდე სრული მასშტაბით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 6 მილიარდდოლარიან შეთანხმებას მოეწერა ხელი, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით ამ პროექტის დაწყებას. 6 მილიარდდოლარიან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რაც ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას ძალიან მნიშვნელოვნად, დამატებით შეუწყობს ხელს. რომ წარმოიდგინოთ ჩვენი ეკონომიკა დღეს არის 30 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტი და ამ ინვესტიციის მოცულობა არის 6 მილიარდი, ეს არის დაახლოებით 18% ჩვენი ეკონომიკის, ის ინვესტიცია, რაც ჩაიდება შემდეგი 5 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს, როგორც ეკონომიკის განვითარებას, ასევე მრავალი ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, თან საუბარია მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე. ყველა თვალსაზრისით არის უპრეცედენტო და უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები