ირაკლი კობახიძე - ენჯეო, ზოგადად, არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის პოლიტიკური ინსტრუმენტი

ავტორი
Front News საქართველო
ენჯეო არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის პოლიტიკური ინსტრუმენტი, აქედან გამომდინარე, ენჯეოებთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები უნდა იყოს თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე, რაც ჩვენთან უზრუნველყოფილია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის მაიკ ბენცის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.
მისი თქმით, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, ამასთან დაკავშირებით ახლა აქტიურად მსჯელობენ ევროპის ქვეყნები.
"ძალიან საინტერესო პროცესებია დაწყებული. ენჯეო, ზოგადად, არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის პოლიტიკური ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე, ენჯეოებთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები უნდა იყოს თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე, რაც ჩვენთან უზრუნველყოფილია და მნიშვნელოვანია ამის უზრუნველყოფა ევროკავშირის მასშტაბითაც. ამისათვის შეიქმნა ენჯეო, როგორც ფენომენი და მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის სათანადო დარეგულირება. ქვეყნის შიგნით არ უნდა შემოდიოდეს ქვეყნის გარედან ფინანსები პოლიტიკის დასაფინანსებლად. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავის დროზე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ენჯეოების დაფინანსების თაობაზე. აქ სწორი მინიშნებაა, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, ამასთან დაკავშირებით ახლა აქტიურად მსჯელობენ ევროპის ქვეყნები, ევროკავშირში. ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია ასეთი კანონმდებლობის არსებობა. არავინ არ უნდა ჩაერიოს სხვის პოლიტიკურ ცხოვრებაში. “, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




