
ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროა, რომ ენჯეოების დაფინანსება არ არის გამჭვირვალე. ჩვენ თავის დროზე დავაინიცირეთ კანონპროექტი, რასაც მოაყოლეს სერიოზული აჟიოტაჟი, რადგან მათ არ სურთ საკუთარი დაფინანსების წყაროების და ასევე, დაფინანსების მიზნების გამჟღავნება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის მიერ დაფინანსების წყაროების საზოგადოებისთვის გაცნობაზე უარის თქმის მიზეზი ის არის, რომ მათ უარყოფითი მიზნები აქვთ და დაფინანსების დიდი ნაწილი ექსტრემისტული ღონისძიებების განხორციელებას ხმარდება.
“მიზეზი არის ის, რომ ამ დაფინანსების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება ექსტრემისტული ღონისძიებების განხორციელებას. სწორედ ამიტომ დაუპირისპირდნენ ისინი საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობას – ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ ენჯეოებს არ სურთ, საკუთარი დაფინანსების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება. ეს ბუნდოვანება მეტყველებს მათ უარყოფით მიზნებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს