ირაკლი კობახიძე – ეფექტური მმართველობისა და წინდახედული პოლიტიკის შედეგად, საქართველომ 2021-2023 წლებში 9.7% ეკონომიკურ ზრდას მიაღწია საშუალოდ


ავტორი
Front News საქართველო
ეფექტური მმართველობისა და წინდახედული პოლიტიკის შედეგად, საქართველომ 2021-2023 წლებში მნიშვნელოვან, 9.7 % ეკონომიკურ ზრდას მიაღწია საშუალოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, წინასწარი შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა.
“საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ექნება საშუალოვადიან პერსპექტივაში რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის. საქართველოს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თანაფარდობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავს ქვეყნებს შორის და 2022-2024 წლებში საშუალოდ 6%-ს აღემატება.
რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა საქონლის ექსპორტსა და საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში. 2024 წელს საქონლის ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა და 6.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ტურიზმის შემოსავლებმა 7.3%-იანი ზრდა აჩვენა და ისტორიულ მაქსიმუმს – 4.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველო ინარჩუნებს ინფლაციის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონეს უფრო ფართო რეგიონში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მის ეკონომიკურ სტაბილურობას.
“დაბალი და სტაბილური ინფლაცია ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად შესაძლოა, განპირობებული იყოს პროდუქტიულობისა და პოტენციური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გაუმჯობესებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს