Logo

ირაკლი კობახიძე - ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, რომელიც ღიაა ტურისტებისთვის, ინვესტორებისთვის და ნებისმიერი სტუმრისთვის

პოლიტიკა
212
Frontnews image description

საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა მკაფიო ხედვითა და სტაბილურობის შენარჩუნების იდეისადმი ერთგულებით, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ და ეს სხვადასხვა გლობალური ინდექსით დასტურდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News-თან ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა მთავარი პრიორიტეტებია.

"საქართველო ლამაზი ქვეყანაა, რომელიც პოპულარიზაციას იმსახურებს. ძალიან ღია ქვეყანა ვართ ტურისტებისთვის, ინვესტორებისთვის და ნებისმიერი სტუმრისთვის. მათ ყოველთვის მივესალმებით საქართველოში, იქნება ეს დასასვენებლად თუ ინვესტირებისთვის. მათ არა როგორც ტურისტებს ან ბიზნესმენებს ეპყრობიან, არამედ როგორც სტუმრებს და ეს ყოველთვის ასე იქნება. სტუმართმოყვარეობა ქართული კულტურის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია და ჩვენ ამით ვამაყობთ“, - აცხადებს ირაკლი კობახიძემ.

Advertisement