ირაკლი კობახიძე - ერთ თვეში მექნება პირველი ანგარიში ახალი მოწვევის პარლამენტში და ფართო საზოგადოებას მოვახსენებთ, თუ როგორ გრძელდება ქვეყნის განვითარების პროცესი

ავტორი
Front News საქართველო
ერთ თვეში მექნება პირველი ანგარიში ახალი მოწვევის პარლამენტში და იქ პარლამენტარებს და ფართო საზოგადოებას მოვახსენებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გრძელდება ქვეყნის განვითარების პროცესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს აქვს ძალიან კომპლექსური პროგრამა, რომელიც არჩევნების წინ იყო წარდგენილი და მთავრობა ამ გეგმას ზედმიწევნით მიყვება.
"ჩვენ გვაქვს ძალიან კომპლექსური პროგრამა, რომელიც წარვადგინეთ არჩევნების წინ და ამ გეგმას მივყვებით ზედმიწევნით. დაახლოებით ერთ თვეში მექნება პირველი ანგარიში ახალი მოწვევის პარლამენტში და იქ პარლამენტარებს და ფართო საზოგადოებას მოვახსენებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გრძელდება ქვეყნის განვითარების პროცესი“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




