
ავტორი
Front News საქართველო
2004-2012 წლებში ევროპარლამენტი „აპრავებდა“ ადამიანების წამებას, გაუპატიურებას ციხეებში და ციხეებს გარეთ, ადამიანის უფლებები ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი, რაც დღეს აინტერესებთ ამ ადამიანებს, ეს არის ის, რომ როგორმე დააბრუნონ სწორედ ეს მწამებელი "ნაცები“ ხელისუფლებაში.
"იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც განხორციელდა ძალადობა და სადაც იყო აშკარა დანაშაულის ნიშნები, ამ ფაქტებზე სამართალდამცავ სტრუქტურებს უკვე ჰქონდათ რეაგირება დაახლოებით ერთი თვის წინ. რაც შეეხება მეორე მხარეს, ამასაც ითხოვენ, მოძალადეები გამოუშვითო, მოძალადეებს რაც შეეხება, 500-ზე მეტი ადამიანი ძალადობდა ყოველდღიურ რეჟიმში და მხოლოდ 30 ადამიანი იქნა დაკავებული, აქაც უნდათ, რომ სხვანაირი მიდგომა იყოს. სინამდვილეში ამ ადამიანებს უნდათ ერთადერთი რამ, ეს არის სახელმწიფოს დასუსტება, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება. მათ რომ ადამიანის უფლებები არ ადარდებთ, ყველამ ძალიან კარგად იცის. 2004-2012 წლებში ევროპარლამენტი „აპრავებდა“ ადამიანების წამებას, ადამიანების გაუპატიურებას ციხეებში და ციხეებს გარეთ. ადამიანის უფლებები ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ. ერთადერთი, რაც დღეს აინტერესებთ ამ ადამიანებს, ეს არის ის, რომ როგორმე დააბრუნონ სწორედ ეს მწამებლები „ნაცები“ ხელისუფლებაში. მათ ამ მცდელობაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება და პასუხი.
ევროპარლამენტის საქმეა საკუთარი საბჭოური მიდგომების გადახედვა, საბჭოურ მიდგომებს უნდა გადახედონ, ამ შემთხვევაში ურთიერთობები აღდგება და დაუბრუნდება სწორ ჩარჩოებს“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს