
ავტორი
Front News საქართველო
გამორიცხულია, პრობლემა არ არსებობდეს რომელიმე ქვეყნის სასამართლო სისტემაში. მით უმეტეს საქართველოში, იმიტომ რომ არის ბევრად უფრო განვითარებული და მომზადებული ქვეყნები და იქაც კი არის პრობლემები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
“თუ არის პრობლემები, უნდა წარმოგვიდგინონ არგუმენტები. უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობას სასამართლო რეფორმაზე. წარმოადგინონ ხედვა, არგუმენტები, ოღონდ ფაქტებზე დაფუძნებული და ამის შემდეგ მზად ვართ, ნებისმიერი ისეთი წინადადება გავითვალისწინოთ, რომელიც მიმართული იქნება სასამართლოში ვითარების შემდგომი გაუმჯობესებისკენ, მაგრამ ჩვენ ვისმენთ ნული ფაქტით და მტკიცებულებით პიარულ კამპანიას სასამართლოსთან დაკავშირებით. ეს ე.წ. ენჯეოები, რომლებიც გამოდიან სასამართლოს წინააღმდეგ, ჩვეულებრივ საბჭოურ მეთოდს იყენებენ – ეს არის კლიშეების მოფიქრების, დაბრენდვის უხეში მექანიზმი, კლანი მოიფიქრეს. სინამდვილეში, ერთადერთი კლანი ვიცი ჩვენს ქვეყანაში გამოკვეთილი – ეს არის ენჯეოების კლანი. არის რამდენიმე ენჯეო, სადაც ვერავინ ვერ შეყოფს ცხვირს. თუ სადმე არის კლანი, ეს სექტორია. ამას ვამბობ გულისტკივილით, რადგან ამით ხდება სამოქალაქო სექტორის ფენომენის დისკრედიტაცია ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს