
ავტორი
Front News საქართველო
ერთადერთი, რაც აქვს ოპოზიციას დღის წესრიგში, ეს არის ცესკოს როგორმე დისკრედიტირება, რაც არ გამოუვათ, იმიტომ, რომ ამისთვის არავითარი საფუძველი არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ ბოლომდე აგებს არჩევნებს, ხოლო პარტიების უდიდესმა ნაწილმა იცის, რომ საერთოდ ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს.
“ერთადერთი არის „ნაციონალური მოძრაობა“, ისიც 15%-ზეა ჩამოსული, რომელსაც აქვს ბარიერის გალახვის შანსი. ასეთ პირობებში მთელი მათი აქტივობები მიმართულია სწორედ დისკრედიტაციისკენ. მეტი არაფერი აქვთ ხელმოსაჭიდი, შესაბამისად მაქსიმალურად ეცდებიან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ცესკო მთელი ამ წლების განმავლობაში მუშაობდა გამართულად, სათანადოდ ატარებდა არჩევნებს, მათ არ აქვთ არავითარი საფუძველი იმისათვის, რომ მოახდინონ ცესკოს დისკრედიტაცია. გახსოვთ რამხელა კამპანია ააგორეს 2020 წელს და მაინც ვერაფერი ვერ მოახერხეს, იმიტომ, რომ გაყალბებული არ იყო არჩევნები, გაყალბებული იყო მაშინდელი პარალელური ხმის დათვლის შედეგები. ეს ყველაფერი გააყალბა ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის დაკვეთით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს