
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60 პროცენტი ამ ეტაპზე და საბოლოო ჯამში იმედი გვაქვს, რომ 26 ოქტომბერს 60 პროცენტზე მაღალი შედეგი დაფიქსირდება, ამისათვის ყველანაირი წინაპირობა არის შექმნილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია და მთლიანად ოპოზიცია ძალიან მძიმედ აგებს ამ არჩევნებს.
“ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60 პროცენტი ამ ეტაპზე და იმედი გვაქვს, რომ 60 პროცენტს გადავცდებით ძალიან მალე. საბოლოო ჯამში ვიმედოვნებთ, რომ 26 ოქტომბერს 60 პროცენტზე მაღალი შედეგი დაფიქსირდება, ამისათვის ყველანაირი წინაპირობა არის შექმნილი. ასეთ დროს ერთადერთი, რაც დარჩენია ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ ე.წ. ენჯეოებს, ეს არის სწორედ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია, რასაც ისინი მუდმივად აკეთებდნენ წლების განმავლობაში და სიურპრიზი არ არის, რომ წელსაც იმავეს აკეთებენ და გააკეთებენ. საბოლოო ჯამში ჩვენ ველოდებით მსგავსი სცენარის განვითარებას, რაც განვითარდა წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა მაშინ ენჯეოების ხელით გაყალბდა პივიტი, გაყალბდა სხვა მონაცემები არჩევნებთან დაკავშირებით. იყო დეზინფორმაციული კამპანია ცესკოს, არჩევნების ლეგიტიმაციის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი იქნება, როდესაც სრულიად უსუსურია ოპოზიცია, ერთადერთი, რაც მას აქვს გასაკეთებელი არის ის, რომ ხელოვნურად სცადოს არჩევნების დისკრედიტაცია, თუმცა აქაც მათი რესურსი არის უკიდურესად მწირი“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს