
ავტორი
Front News საქართველო
ერთადერთი, რაც უნდა გასაჯაროვდეს, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია – შემოსავლები და ხარჯები, მეტი არაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
მისი თქმით, ამას პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ და ეს ყველაფერი არასოდეს გამხდარა მათი საქმიანობის შეფერხების მიზეზი.
მისივე განცხადებით, თუ გამჭვირვალობა აქამდე დაბრკოლებას არ უქმნიდა პოლიტიკურ პარტიებს, გაუგებარია, რატო შეუქმნის დაბრკოლებას NGO-ებს.
“ერთადერთი, რაც უნდა გასაჯაროვდეს, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია – შემოსავლები და ხარჯები, მეტი არაფერი, რასაც პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ და არასოდეს ეს არ გამხდარა არც პარტიების საქმიანობის შეფერხების მიზეზი, არც მით უმეტეს მათი დახურვის მიზეზი და ა.შ. ანუ ასეთი ტიპის აბსურდულ საკითხებზე გვიწევს მსჯელობა. დღემდე, წლების განმავლობაში, პარტიები აქვეყნებენ მთლიანად, ბევრად უფრო დეტალურად, ვიდრე მოეთხოვებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარ შემოსავლებს და გასავლებს და პარტიების საქმიანობის შეფერხების თემა არასოდეს დამდგარა დღის წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უფრო გამჭვირვალეა პარტიების საქმიანობა, ვიდრე ამას ითვალისწინებს ახალი კანონი. ისინი ამტკიცებენ, რომ ამ ყველაფერმა, გამჭვირვალობამ, შეიძლება დაბრკოლება შეუქმნას ორგანიზაციის საქმიანობას. პარტიებს თუ არ უქმნიდა აქამდე, NGO-ებს რატომ შეუქმნის“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს