ირაკლი კობახიძე – ერთადერთი, ვინც არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ეს არის ოპოზიცია


ავტორი
Front News საქართველო
ერთადერთი, ვინც არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ეს არის ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის ნებასაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ქართული საზოგადოება გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“.
“თვითლიკვიდაცია გულისხმობს საზოგადოების ნდობის დაკარგვას. ჩვენ ძალიან მძიმე ზეწოლის პირობებში, მათ შორის სანქციების პირობებში, არჩევნებამდეც იყო სანქციები, არჩევნების წინ იყო პირდაპირ უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესებში, ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართული საზოგადოება გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, ერთადერთი, ვინც არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ეს არის ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის ნებასაც“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს