ირაკლი კობახიძე - ერთი რამ, რაც არ ექვემდებარება გადახედვას, არის ის, რომ განათლების სისტემას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა

ავტორი
Front News საქართველო
ერთი რამ არის, რაც არ ექვემდებარება გადახედვას, ეს არის ის, რომ განათლების სისტემას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რეფორმის დეტალებთან დაკავშირებით მზად არის შეხვედრებისთვის და განხილვებისთვის.
"რაც შეეხება ამ რეფორმის დეტალებს, დეტალებთან დაკავშირებით, მზად ვართ სასაუბროდ. ამას ემსახურებოდა გუშინდელი შეხვედრაც, ამასთან დაკავშირებით მომავალშიც მზად ვართ შეხვედრებისთვის. არის ერთადერთი რამ, რაც არ გადაიხედება, ეს არის ის, რომ ამ სისტემას სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები, ფუნდამენტური რეფორმა იმისათვის, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა მიიღონ სათანადო ხარისხის განათლება, ცოდნა ჩვენს უმაღლესი განათლების სისტემაში, ამას ვერ გადავხედავთ, ყველაფერი დანარჩენი შეგვიძლია, გავხადოთ მსჯელობის საგანი“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




