ირაკლი კობახიძე - ერთიანობაში მილიონ 100 ათასზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს "ქართულ ოცნებას“


ავტორი
Front News საქართველო
ორჯერ ზედიზედ მილიონ 100 ათასზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ დაგვიჭირა მხარი, აქ დგას ქართველი ხალხი. ამ დროს გამოდიან კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და საუბრობენ 300 ქართველ ხალხზე, რომელიც იკრიბება რუსთაველის გამზირზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველამ ძალიან კარგად იცის, სად დგას ქართველი ხალხი.
"ორჯერ ზედიზედ მილიონ 100 ათასზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ დაგვიჭირა მხარი, აქ დგას ქართველი ხალხი. ამ დროს გამოდიან კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და საუბრობენ 300 ქართველ ხალხზე, რომელიც იკრიბება რუსთაველის გამზირზე. 300 ქართველი ხალხი არის ევროპული ბიუროკრატიის სტანდარტი. ერთიანობაში მილიონ 100 ათასზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს "ქართულ ოცნებას“ და ეს ადამიანები გამოვიდნენ, მათ შორის ამხელა მობილიზაციით იგივე თვითმმართველობის არჩევნებზე იმის გამო, რომ ხედავენ ასეთ უსამართლობას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ამიტომ ყველას ვურჩევ, ქართველი ხალხის მიმართ იყვნენ გულისხმიერები და არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს და ქართველი ხალხის მიერ მკაფიოდ გამოხატულ ნებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა