ირაკლი კობახიძე - ერთმანეთისკენ თითის გაშვერა მათი მხრიდან არ არის სწორი

ავტორი
Front News საქართველო
ყველაფერი, რაც ხდება, არის სპეცოპერაცია ოპოზიციის მხრიდან, ეს ყველაფერი არის უცხოური სპეცოპერაცია და ამ უცხოურ სპეცოპერაციაში თანაბრად იყვნენ ჩართულები როგორც „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, ისე „ლელო“ და გახარია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა.
მისი თქმით, ისინი ყველა ერთად იყვნენ ჩართულები უცხოურ სპეცოპერაციაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.
"ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც ხდება, არის სპეცოპერაცია ოპოზიციის მხრიდან. ყველაფერი არის ერთი დიდი სპეცოპერაცია, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. 2020 და 2024 წლის საბოტაჟი, რევოლუციის ხუთი მცდელობა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ ამ ოთხი წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი არის უცხოური სპეცოპერაცია და ამ უცხოურ სპეცოპერაციაში თანაბრად იყვნენ ჩართულები როგორც „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, ისე "ლელო“ და გახარია. აქედან გამომდინარე, ერთმანეთისკენ თითის გაშვერა მათი მხრიდან არ არის სწორი. ისინი ყველა ერთად იყვნენ ჩართულები უცხოურ სპეცოპერაციაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


