Logo

ირაკლი კობახიძე – ეს აბსურდის თეატრი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მაგრამ ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება

პოლიტიკა
865
Frontnews image description

არავითარი შანტაჟი ჩვენს ხელისუფლებას არ აიძულებს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ, თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, სანქციები დაბლოკეს კონკრეტულმა ქვეყნებმა და აქედან გამომდინარე, რეალური არ არის სანქციების დაწესება.

“ეს აბსურდის თეატრი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მაგრამ ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება ამ აბსურდის თეატრს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანების თვალსაზრისით. ჩვენ ბოლომდე, როგორც დღემდე ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ასევე განვაგრძობთ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ეროვნული ინტერესების დაცვას. არავითარი შანტაჟი ჩვენს ხელისუფლებას არ აიძულებს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ, თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები