
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი კამპანიის ფარგლებში ვისაუბრებთ იმ მიღწევებზე, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას გასული 12 წლის განმავლობაში და ასევე გვექნება საუბარი კონკრეტულ სამომავლო დაპირებებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთაში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მასშტაბით გაიმართება და თბილისში ცენტრალური შეკრებით დაგვირგვინდება.
“დღეს დავიწყეთ რეგიონული შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მცხეთაში, საქართველოს ისტორიულ დედაქალაქში, რასაც ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა. რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც დაგვირგვინდება თბილისში ცენტრალური შეკრებით. ჩვენი კამპანიის ფარგლებში ვისაუბრებთ იმ მიღწევებზე, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას გასული 12 წლის განმავლობაში და ასევე გვექნება საუბარი კონკრეტულ სამომავლო დაპირებებზე. ეს არჩევნები არის უპრეცედენტოდ პრინციპული არჩევნები და 2012 წლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ორი არჩევნები იყო ერთმანეთზე პრინციპული, 2012 წლის შემდეგ მაინც ასეთი პრინციპული არჩევნები ჩვენ არ გვქონია. ეს არის, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რეფერენდუმი, სადაც წყდება ომისა და მშვიდობის ბედი, სადაც წყდება პროპაგანდისა და ტრადიციული ფასეულობების ბედი, სადაც სასწორზე დევს ასეთი პრინციპული საკითხები. აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვის არჩევანი არის მარტივი. რა თქმა უნდა, არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობის სასარგებლოდ, ქრისტიანული ფასეულობების სასარგებლოდ და საქართველოს ნათელი ევროპული მომავლის სასარგებლოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს