
ავტორი
Front News საქართველო
ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ ამას საგამოძიებო უწყებები, მაგრამ ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი იმისთვის, რომ გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, რომლითაც იშიფრება მათი დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი საქმიანობა, - ასე უპასუხა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, "ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიციის მიდგომაა "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია".
მისი თქმით, ამ განცხადებას, საზოგადოებამ არჩევნებზე სათანადო პასუხი გასცა, თუმცა, ეს არ არის საკმარისი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გვარამიას ეს მიდგომა ამყარებს იმ სარჩელს, რომელიც მმართველ გუნდს საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს შეტანილი.
"თქვენ იცით, რომ საქმე არის აღძრული ზუსტად ამ მიდგომასთან დაკავშირებით, რაც არის მოღალატეობრივი მიდგომა, რაც არის, ფართო გაგებით, დანაშაულებრივი მიდგომა. რა თქმა უნდა, ამას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. ამას 2024-2025 წლების სათანადო პასუხი გასცა არჩევნებზე საზოგადოებამ, თუმცა ეს არ არის საკმარისი. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს მომზადებული ასევე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ზუსტად ეს მიდგომა: ქვეყანაში აქცია, გარეთ სანქცია – ზუსტად ეს მიდგომა ამყარებს იმ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ღია, მტრული დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ, საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, საკუთარი ქვეყნის მიმართ და ამას სჭირდება სათანადო პასუხი. საზოგადოება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პასუხს სცემს ყოველ ჯერზე არჩევნებზე ამ მიდგომას, თუმცა ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პასუხიც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს