
ავტორი
Front News საქართველო
დღეს გორში გვქონდა შიდა ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრა, ჩვენი პარტიის, წევრებთან, მხარდამჭერებთან და აქაც, რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით იმ პოლიტიკურ გზავნილებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, ეს არის ძალიან პრინციპული არჩევნები და უფრო მეტიც, გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობა აკეთებს, რეალურად, მარტივ არჩევანს.
“მოსახლეობამ უნდა აირჩიოს ან ომი, ან მშვიდობა, ან ის პროპაგანდა, რომელიც არავის მოგვწონს, ან ტრადიციული ფასეულობები, ან უნდა ავირჩიოთ ბნელ წარსულში დაბრუნება, რაც ძალიან მძიმე დაგვამახსოვრა „ნაცმოძრაობამ“, როცა იყო 9 წელი ხელისუფლებაში, ან ხალხმა უნდა აირჩიოს ჩვენი ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი. არჩევანი არის ძალიან მარტივი და მე დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი არჩევანი გაკეთდება 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს