
ავტორი
Front News საქართველო
“სინამდვილეში, მთავარი არის ერთი, რომ ეს არის ერთიანი, ბოროტი პოლიტიკური ძალა, რომელიც შედგება ბოროტი ადამიანებისგან და მელია არის ერთ-ერთი. სააკაშვილი, მელია, ისინი არიან ბოროტი ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბოროტი ზრახვები. ამის აღსრულების საშუალება მათ, ბუნებრივია, არ მიეცემათ და ამაზე პასუხისმგებელი არის ჩვენი ხელისუფლება”, – განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სენაკში ჟურნალისტებთან.
კობახიძის განმარტებით, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში’’ შიდა დაპირისპირებებია და, თუ მელია გაემიჯნება პარტიას, არჩევნებში მეტ ხმას მიიღებს.
“ესეც არის, რა თქმა უნდა, შიდა დაპირისპირებები, კონფლიქტები. “ნაციონალურ მოძრაობაში“ რამდენიმე ჯგუფია და ეს არის მათი ერთი პრობლემა. გარდა ამისა, მელიას აქვს რაღაც თამაშები, 5-იანიც არ გამოაკრა საკუთარ ბილბორდებზე. ფიქრობს, რომ თუ გაემიჯნება რაღაც ფსიქოლოგიურად “ნაცმოძრაობას“, ამ შემთხვევაში მეტ ხმას მიიღებს და ასე შემდეგ. ეს არის რაღაც ბავშვური გათვლები და ბავშვური თამაშები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს