ირაკლი კობახიძე - ეს არის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ჯგუფის პროტესტი, ხან 50, ხან 100, ხან მაქსიმუმ 150 კაცი იკრიბება, ერთი-ორჯერ 300-ს მიაღწია


ავტორი
Front News საქართველო
ხვალაც ნახავთ, რომ 100 000-ობით ჩვენი თანამოქალაქე გამოვა და მხარს დაუჭერს "ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, თუ აანონსებენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ან ძალადობით შეცვლას, კეთილი ინებონ და დაელოდო შესაბამის პასუხს სახელმწიფოს მხრიდან.
"რაც შეეხება საზოგადოების პროტესტს, ეს, როგორც დეფინიცია არის ტყუილი, ვინაიდან ეს არ არის საზოგადოების პროტესტი, ეს არის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ჯგუფის პროტესტი. ხან 50, ხან 100, ხან მაქსიმუმ 150 კაცი იკრიბება, ერთი-ორჯერ 300-ს მიაღწია მათმა რაოდენობამ. ეს არ არის საზოგადოების პროტესტი, ხვალაც ნახავთ, რომ 100 000-ობით ჩვენი თანამოქალაქე გამოვა და მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“. ეს არ არის საზოგადოების ნება, საზოგადოების ნება აისახება არჩევნებში და არა იმ 50 კაცის მიტინგში, რომელიც გამოდის და კეტავს რუსთაველის გამზირს, ეს არ არის საზოგადოების პროტესტი. რაც შეეხება მშვიდობიან რევოლუციას, ეს არის ოქსიმორონი, ანუ ნონსენსი, თავისი არსით. არავითარი მშვიდობიანი რევოლუცია ბუნებაში არ არსებობს. რევოლუცია და ხელისუფლების ცვლილება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ძალადობის გზით. ამიტომ თუ აანონსებენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ან ძალადობით შეცვლას, კეთილი ინებონ და დაელოდონ შესაბამის პასუხს სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს