
ავტორი
Front News საქართველო
ეს არის სამარცხვინო სტატია, რომელიც მაღალი ალბათობით, შეკვეთილია. შეგვიძლია, შესაბამისი დაფინანსების წყარო “ფარას“ ამერიკულ საიტზე ვნახოთ, როგორც წესი, ასეთი სტატიები შეკვეთით იწერება ხოლმე, კონკრეტული ფულის სანაცვლოდ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ბიძინა ივანიშვილს არანაირი მინიშნება არ სჭირდება, მის მიმართ დე ფაქტო სანქციები გაავრცელეს, გაუყინეს თანხები შვეიცარიულ ბანკში, თუმცა ბიძინა ივანიშვილი ისეთ ნაბიჯებზე არ წავიდა, რომელიც მის ქვეყანას პრობლემებს შეუქმნიდა და ზიანს მიაყენებდა. აქ არავითარი მინიშნებები არ არის საჭირო და ვერავითარი შანტაჟი, მით უმეტეს, „პოლიტიკოში“ დაბეჭდილი სტატიები ვერაფერს შეცვლის. ამ შემთხვევაში, ეს უფრო ლოკალური საკითხი მგონია.
ალბათ, ვიღაცამ ფული გადაიხადა და ეს სტატია გამოქვეყნდა. შეიძლება, ეს იყოს თუნდაც ლოკალური ქართული სუბიექტი. ვიცით, რომ ვიღაცები ვაშინგტონსა და ბრიუსელში კაბინეტებში დარბიან და თან ამას აღიარებენ და ითხოვენ ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებას“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს