ირაკლი კობახიძე - ეს არის სრული კატასტროფა და ჩვენ ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება

ავტორი
Front News საქართველო
რაც შეეხება გენდერს და იმ მახინჯ იდეოლოგიას, რომელიც მკვიდრდება მთელი ევროპის მასშტაბით, მოაქვს სერიოზული პრობლემები ევროპისთვის, ეს არის სრული კატასტროფა და ჩვენ ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა.
მისი თქმით, ამისათვის იქნა მიღებული შესაბამისი კანონები, მათ შორის, კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.
"რაც შეეხება გენდერს და იმ მახინჯ იდეოლოგიას, რომელიც მკვიდრდება მთელი ევროპის მასშტაბით, რასაც მოაქვს სერიოზული პრობლემები ევროპისთვის და საბოლოო ჯამში, მისი არ მიყოლა მართლაც არის დაკავშირებული ადამიანების დევნასთან, ეს არის სრული კატასტროფა და ჩვენ ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება და ამისათვის მივიღეთ შესაბამისი კანონები, მათ შორის, კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. ამიტომ, ჩვენ აქ გვჭირდება მტკიცე პოზიციის გამოვლენა და პოზიციების დაცვა“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




