ირაკლი კობახიძე – ეს არის ცუდი სიგნალი რა თქმა უნდა, შემდგომი ინვესტიციებისთვის

ავტორი
Front News საქართველო
ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ენკას“ მიერ საქართველოსთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი განმარტებით, ყველა შემთხვევაში ეს იყო კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი.
“მთლიანობაში ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი, რა თქმა უნდა, შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს.
მთავრობას აქვს ათწლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხითაც. მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვა არის ამ სფეროში დაგეგმილი. ამ კუთხით, ამ ჭრილში ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკა“ საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


