ირაკლი კობახიძე - ეს იქნება ძალიან საინტერესო და მრავალფუნქციური ბანკი, რომელიც შეითავსებს რამდენიმე დღევანდელი ინსტიტუციის ფუნქციებს

ავტორი
Front News საქართველო
რა ფორმითაც მუშაობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ანალოგიური ფორმით იმუშავებს შესაბამისი ბანკიც,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება ძალიან საინტერესო და მრავალფუნქციური ბანკი, რომელიც შეითავსებს რამდენიმე დღევანდელი ინსტიტუციის ფუნქციებს.
"რაც შეეხება დეტალებს, ამასთან დაკავშირებით გავაცნობთ საზოგადოებას სრულ ინფორმაციას, რა ფორმით იმუშავებს ეს ბანკი. ამასთან დაკავშირებით ფართოდ გავაცნობთ საზოგადოებას ინფორმაციას, როგორც კი დასრულდება ეს ინსტიტუციური რეფორმა. შეიძლება მოიცვას ენერგეტიკის სექტორიც. ამასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას დეტალურად მოვახსენებთ მოგვიანებით. დღესაც არსებობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რა ფორმითაც მუშაობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ანალოგიური ფორმით იმუშავებს შესაბამისი ბანკიც, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოებას გავაცნობთ ინფორმაციას მაშინ, როდესაც მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




