
ავტორი
Front News საქართველო
ეს იყო ირონიული განცხადება და ამ ირონიას იმსახურებდა ის ადამიანი, რომელსაც მიმართავდა ხარაზიშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების მიერ ზვიად ხარაზიშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, აღიარა თუ არა ხარაზიშვილმა ადამიანების ცემა, კობახიძემ უპასუხა, რომ ირონია ვერ იქნება აღქმული, როგორც რაიმე ტიპის აღიარება.
“რაც შეეხება ინციდენტებს, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო არც მისაღები, არც მოსაწონი და იყო შემაშფოთებელი. შესაბამისად, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვიწონებ ასეთი ტიპის ინციდენტებს, რომლებიც იყო. მაგრამ, იმასაც შეგახსენებთ, რომ მთლიანობაში, ზოგადად, მთელი ამ აქციების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებდა ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, ამ კონკრეტული ინციდენტების გამოკლებით“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს