
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის ხელისუფლება არის ძალიან მძიმე, ომის მდგომარეობაში და ერთადერთი, რაც შეიძლება ჩვენ გამოვხატოთ, ეს არის სოლიდარობა უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.
კობახიძემ ვოლოდიმირ ზელენსკის დღევანდელ მიმართვაზე გააკეთა კომენტარი, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტმა შვიდ ქალაქს, მათ შორის, თბილისს მიმართა.
“მე ვუსმენდი ამ მიმართვას. ეს იყო, როგორც ჩანს, საერთო მიმართვა, ყველა ქალაქს ეკუთვნოდა, რადგან აქ არ იყო დაკონკრეტებული საქართველო და ის კონტექსტი, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას.
დღეს, რა თქმა უნდა, უკრაინა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, უკრაინის ხელისუფლება არის ძალიან მძიმე, ომის მდგომარეობაში და ერთადერთი, რაც შეიძლება ჩვენ გამოვხატოთ, ეს არის სოლიდარობა უკრაინის სახელმწიფოს მიმართ და უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს არის ჩვენი ძალიან მყარი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს