ირაკლი კობახიძე - ეს ქალბატონი გვაიძულებს, რომ ჩვენ ქალები გადავწეროთ კაცებად და კაცები ქალებად

ავტორი
Front News საქართველო
არცერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეუთოს ანგარიშს ეხებოდა.
მისი თქმით, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ყველა კანონი არის პროპორციული.
"საქართველოში არ მოქმედებს არცერთი რეპრესიული კანონო იმ გაგებით, რა გაგებითაც საუბრობენ კონკრეტული პირები. არცერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ყველა კანონი არის პროპორციული. ჩვენ მზად ვართ, სათითაოდ განვიხილოთ ნებისმიერი კანონი, რაზეც ეს ადამიანები საუბრობდნენ. ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ყველა კანონი ეფუძნება პროპორციულობის პრინციპს.
მათ არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც თავიდან ბოლომდე შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, თანაზომიერების პრინციპთან. მათ არ მოსწონთ კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ და ოჯახური ღირებულებების შესახებ. ასეთი კანონმდებლობა არ მოსწონთ.
პირდაპირ უწერია ამ ქალბატონს თავის დასკვნაში, რომ თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ ბათუმის იუსტიციის სახლში და ჩაეწეროთ კაცად. ეს უწერია ამ ქალბატონს პირდაპირ. ეს ქალბატონი გვაძალებს ერთ რამეს, ვინმეს თუ მოუნდება, თქვენ თუ მოგინდებათ იუსტიციის სახლში მისვლა და გადაწერა კაცად, ჩვენ ამის უფლება უნდა მოგცეთ. ამას გვაძალებს ეს ქალბატონი. არანორმალურია ეს ყველაფერი. ეს ქალბატონი გვაიძულებს, რომ ჩვენ ქალები გადავწეროთ კაცებად და კაცები ქალებად“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




