ირაკლი კობახიძე - ეს ფაქტი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია რისკები და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ ჩვენ მომავალში


ავტორი
Front News საქართველო
შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინის მიერ ერთსქესიანი ქორწინების საკითხის დარეგულირებას შეეხებოდა, შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ ჩვენ მომავალში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრევენციული ზომა იყო, სწორედ, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება.
"ჩვენ ვსაუბრობდით სერიოზულ საფრთხეებზე, რაც ამ თემასთანაა დაკავშირებული. ძალიან აქტიურად წარმოებს პროპაგანდა ამ მიმართულებით, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის ევროპაში, ამერიკის კონტინენტზე, მსოფლიოს სხვადასხვა სივრცეში. ეს ყველაფერი აისახება პირდაპირ სტატისტიკაზე, პირდაპირ საფრთხეს უქმნიან ადამიანის პიროვნულ იდენტობას და ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. შვედეთის პრემიერ-მინისტრის ეს განცხადებაც შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ ჩვენ მომავალში. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება პრევენციული ზომების მიღება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრევენციული ზომა იყო, სწორედ, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება, რომელსაც მაქსიმალურად დავიცავთ", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს