ირაკლი კობახიძე – ეს ცალსახად ანტიქართული განცხადებაა, თუმცა ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ესტონეთთან


ავტორი
Front News საქართველო
განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში არის Deep State-ის გავლენა ძალიან სერიოზული, ეს აისახება, რა თქმა უნდა, ესტონეთზეც, ჩვენ ესტონეთთან ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ესტონეთის პარლამენტის განცხადება მიუღებელი და ანტიქართულია და ქართველი ხალხის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს.
“იმ პირობებში, როდესაც Deep State-ზე არის წნეხი ამერიკის შეერთებულ შტატებში, Deep State არის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებული ევროპაში. თქვენ იცით, რომ განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში არის Deep State-ის გავლენა ძალიან სერიოზული, ეს აისახება, რა თქმა უნდა, ესტონეთზეც. ჩვენ ესტონეთთან ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები არის მიუღებელი, ეს არის ცალსახად ანტიქართული განცხადება, რაც გამოხატავს უპატივცემულობას ქართველი ხალხის ნების მიმართ, თუმცა ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ესტონეთთან, გამომდინარე ისტორიული მეგობრობიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ და ესტონელ ხალხებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს