Logo

ირაკლი კობახიძე - ეს წელი იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის

პოლიტიკა
218
Frontnews image description

ეს წელი იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, გამოწვევებით სავსე იყო წლის დასაწყისი, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის  შენარჩუნება და ეს იყო თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, წარმატებით ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის.

"წელს გვაქვს მთავრობის ბოლო სხდომა. შევაჯამოთ გასული ერთი წელიწადი, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. გამოწვევებით სავსე იყო წლის დასაწყისი, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის  შენარჩუნება და ეს იყო თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგი. ასევე წარმატებით ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის. ასევე სამწუხაროდ, ამ წელმაც არ ჩაიარა რევოლუციის მცდელობის გარეშე, თუმცა ყველამ ვნახეთ, რომ ამ ყველაფერს სახელმწიფო სათანადოდ, ეფექტიანად და ჰუმანურად  გაუმკლავდა. ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები