
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე უზრდელობით გამოირჩევა.
მისივე განცხადებით, გიორგი ვაშაძე, ისევე, როგორც მისი თანამოაზრეები, 12 პუნქტის შესრულების ჩაშლას ცდილობს.
“ბუნებრივია, ისინი შეურაცხყოფას ვერავის ვერ მიაყენებენ. პირდაპირ რომ დავარქვათ თავისი სახელი, ეს უბრალოდ იყო ჩვეულებრივი უზრდელობა. ამით გამოირჩევიან ვაშაძე, მანჯგალაძე, ჩიხლაძე… საკუთარ ლიდერს არ ჩამორჩებიან. პირველ რიგში, ეს ქვეყნისთვისაა კონტრპროდუქტიული და მათ შორის, 12 პუნქტის შესრულების პროცესისთვის.
რა თქმა უნდა, პირდაპირ იკვეთება მათი განზრახვა, როგორმე, ხელი შეუშალონ 12 პუნქტის შესრულებასა და იმ პროცესს, რომელსაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს