Logo

ირაკლი კობახიძე - ეს ვიზიტი კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება და ბუნებრივია, რომ ჩადის სწორედ აზერბაიჯანსა და სომხეთში

პოლიტიკა
323
Frontnews image description

ვიზიტი ეძღვნება კონკრეტულად ე.წ. "ტრიპის“ მარშრუტს, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში ვიზიტის ადრესატი არის სწორედ 2 ქვეყანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, ვიზიტი კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება.

"ჩვენი ინფორმაციით, კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება ეს ვიზიტი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსი ჩადის სწორედ აზერბაიჯანსა და სომხეთში“, -  აღნიშნა პრემიერმა. 

ირაკლი კობახიძემ ასევე უპასუხა კითხვას, რატომ არ ხვდება საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ამერიკული მხარის გადასაწყვეტია.  

"თქვენ იცით, როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი. ეს კონტექსტი არის ძალიან მძიმე, ეს კონტექსტი შექმნა ბაიდენის ადმინისტრაციამ. ვნახოთ, ჩვენ მოთმინებით ველოდებით. საჯაროდ გვაქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით. ველოდებით ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები