Logo

ირაკლი კობახიძე  - ესეც არის ექსტრემიზმის წახალისება და ამას ხელისუფლების მხრიდან ვერ ექნება მხარდაჭერა

პოლიტიკა
295
Frontnews image description

როგორ შეიძლება დიდი ბრიტანეთიდან ფინანსდებოდეს საქართველოში ექსტრემისტული მოძრაობები, -  ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაფინანსებებთან დაკავშირებით ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას ეხებოდა.

მისი თქმით, ცალკეულ შემთხვევებში  საქმე ეხებოდა პარტიების ირიბ დაფინანსებას.

"მაგალითად რომ ავიღოთ „ტაბულა“, ან „მომავლის აკადემია“, ჩვენ ვიცით, რომ ერთიც და მეორეც არის პარტიული დანამატი. საქართველოში კანონით და კონსტიტუციით არის მოწესრიგებული პარტიების დაფინანსების საკითხი. ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში, საქართველოშიც აკრძალულია პოლიტიკური პარტიების გარედან დაფინანსება. როდესაც ასეთ პარტიულ დანამატებს აფინანსებ, რა თქმა უნდა, ესეც არის თავისთავად ექსტრემიზმის წახალისება. ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რით არის დაკავებული, მაგალითად იგივე „ტაბულა“, ე.წ. „მომავლის აკადემია“, რომელიც მანამდე იყო „ფრანკლინის კლუბი“. ისინი ექსტრემიზმით არიან დაკავებული და როგორ შეიძლება დიდი ბრიტანეთიდან ფინანსდებოდეს საქართველოში ექსტრემისტული მოძრაობები. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი. პირდაპირ ამ ორგანიზაციებს განასახიერებენ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც არიან სწორედ ასოცირებული ექსტრემიზმთან ჩვენს ქვეყანაში. აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ხელისუფლების მხრიდან ვერ ექნება მხარდაჭერა ასეთი ტიპის ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას და ზოგადად, ქვეყანაში ექსტრემიზმის მხარდაჭერას. თავის დროზე, როდესაც „ფრანკლინის კლუბი“ დაფუძნდა, შემდეგ გარდაიქმნა მომავლის აკადემიად, ჩვენ ღიად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს ორგანიზაციები იყო დაფუძნებული კონკრეტული ძალების მხრიდან იმისათვის, რომ საქართველოში რევოლუციური პროცესები წაეხალისებინათ, შედეგებიც ვიხილეთ. ამის მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან არ იქნება არავითარ შემთხვევაში სწორი“, -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები