Logo

ირაკლი კობახიძე ესტონეთის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
1397
Frontnews image description

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რიინა კალიურანდს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობები და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გააქტიურებას ეკონომიკისა და ინვესტიციების  მიმართულებებით.

 

დიპლომატმა მთავრობის მეთაურს  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ესტონეთის მხარდაჭერა დაუდასტურა.

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

თაგები:

ესტონეთი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები