ირაკლი კობახიძე - ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში განათლების რეფორმისთვის რომ გამოიძებნა ადგილი, აბსოლუტურად კომიკური მოვლენაა

ავტორი
Front News საქართველო
ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმისთვის რომ გამოიძებნა ადგილი, აბსოლუტურად კომიკური მოვლენაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, პოლიტიკურად ესოდენ მიკერძოებულ ანგარიშშიც კი, ავტორმა რეფორმის გაკრიტიკება ვერავითარი კუთხით ვერ შეძლო.
"ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმისთვის რომ გამოიძებნა ადგილი, აბსოლუტურად კომიკური მოვლენაა, მით უმეტეს, რომ პოლიტიკურად ესოდენ მიკერძოებულ ანგარიშშიც კი, ავტორმა რეფორმის გაკრიტიკება ვერავითარი კუთხით ვერ შეძლო“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




