
ავტორი
Front News საქართველო
როდესაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების ნაწილი ღიად აცხადებს, რომ მათთვის მხოლოდ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების პირობებში აქვს საქართველოს ფასი, ეს ქართული საზოგადოებისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების მიერ განხორციელებული უხეში სისტემური ძალადობა არც ამ შემთხვევაში დაუგმია ევროკავშირს.
“შეგახსენებთ, რომ ამგვარი ფაქტები მძიმედ აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული ინსტიტუტებისადმი. 1949 წლიდან 2008 წლამდე ევროკავშირი სამართლიანობის ერთგვარი სიმბოლო იყო. დღეს კი, ცხადად ჩანს, რომ სიცრუე და უსამართლობა ევროპულ სტრუქტურებში ძალზე ღრმად არის გამჯდარი, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია.
სიცრუე და უსამართლობა გამოიხატება იმაშიც, რომ ეუთო/ოდირის დადებითი დასკვნის მიუხედავად, ევროპულ სტრუქტურებს ოფიციალურად კვლავაც არ უღიარებიათ არჩევნების შედეგები. მეტიც, ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი ზუსტად ისეთივე შემართებით ესხმის თავს ეუთო/ოდირს, როგორც ამას რადიკალური ოპოზიცია აკეთებს. როდესაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების ნაწილი ღიად აცხადებს, რომ მათთვის მხოლოდ ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნების პირობებში აქვს საქართველოს ფასი, ეს ქართული საზოგადოებისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია. მოძალადეებთან, მკვლელებთან, მწამებლებთან, ბიზნესის რეკეტიორებთან, ტელევიზიების მიმტაცებლებთან და ომის ინიციატორებთან ყოველგვარი ასოცირება ძირს უთხრის ქართველი საზოგადოების ნდობას ევროპული ბიუროკრატიისადმი, რაც ჩვენ უკიდურესად გვაშფოთებს“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს