ირაკლი კობახიძე ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ეუთოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
ყურადღება ასევე დაეთმო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
“ჩვენ ყველა თემას შევეხეთ, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ეუთოსთვის რაც არის საინტერესო, შევეხეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და გავაცანით ის საერთო მდგომარეობა, რაც უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზებას. ასევე, საუბარი გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და შევეხეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსაც”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს