
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ თანმიმდევრულად განვაგრძობთ წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე მეტად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის 2030 წელს სწორედ საქართველო იქნება მზად.
“ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე გვქონდა 4 მთავარი კონკრეტული შედეგი და ოთხივე შედეგი ქვეყანამ მიიღო სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა იყო ძალიან რთული, უამრავი სირთულით აღსავსე, ჩვენ მოვახერხეთ და გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის ძალიან კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯები“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს