Logo

ირაკლი კობახიძე - ევროკავშირი რასაც აკეთებდა, ზუსტად იგივე მიუბრუნდა ბუმერანგივით

პოლიტიკა
182
Frontnews image description

ასეთი გამონათქვამია - „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“, ევროკავშირი რასაც აკეთებდა და როგორც არღვევდა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს, ზუსტად იგივე მიუბრუნდა ბუმერანგივით უკან, ეს იყო, რა თქმა უნდა, არასწორი პრაქტიკა, თუმცა ეს არასწორი პრაქტიკა ახლა მიუბრუნდა უკან ევროკავშირს, რაც ძალიან საინტერესოა, ბუნებრივია, ჩვენთვის,  - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აშშ-ის მხრიდან 5 ევროპელი პოლიტიკოსის მიმართ სავიზო რეჟიმის დაწესებას შეეხებოდა.

მისი შეფასებით, ძალიან საინტერესოა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ისმენს აღშფოთებულ განცხადებებს ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„როდესაც ვისმენთ ევროკავშირის წარმომადგენლების აღშფოთებულ განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, ესეც არის ჩვენთვის ძალიან საინტერესო“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები