
ავტორი
Front News საქართველო
ელჩმა დაადასტურა ის რომ, პირველი: ევროკავშირის მოთხოვნა იყო ამ კანონის მიღება და მეორე: ასევე, სამუშაო პროცესიც იყო კოორდინირებული ევროკომისიასთან, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტის თითოეული დეტალი შეთანხმებული იყო ევროკომისიის სტრუქტურებთან, მაგრამ ოპოზიცია მაინც ახერხებდა სპეკულირებას და ელჩის მიერ „მაუწყებლობის კანონზე“ მუშაობის დადებითად შეფასებამ, მათ ცივი წყალი გადაასხა.
“ჩვენ თვეების მანძილზე ვაცხადებდით, რომ ამ კანონის მიღება იყო ევროკავშირის მოთხოვნა. ჩვენ ასევე გვქონდა მჭიდრო კონსულტაციები ევროკავშირის სტრუქტურებთან, ევროკომისიის სტრუქტურებთან, იმისათვის რომ მათთან შეგვეთანხმებინა კანონპროექტის თითოეული დეტალი. ასეთ ფონზე ოპოზიცია მაინც ახერხებდა სპეკულირებას და ახლა ელჩის ამ განცხადებამ მათ ცივი წყალი გადაასხა. ასეთ დროს რა თქმა, უნდა გვესმის რომ განაწყენებულია ოპოზიცია, თუმცა ელჩის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისეთ დროს, როცა მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია ხდება ევროკავშირის ელჩის მხრიდან, არის აბსოლუტურად გაუმართლებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს