ირაკლი კობახიძე – ევროკავშირისკენ სწრაფვა რომ იყოს მშვიდობის გარანტი, უკრაინაშიც იქნებოდა მშვიდობა


ავტორი
Front News საქართველო
ქვეყნის მშვიდობის ერთადერთი გარანტი არის ღირსება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ღირსეული დამოკიდებულება ყველას მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, როგორც კი დასრულდება ეს არჩევნები, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, სრულად გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც აშშ-სთან ისე ევროკავშირთან.
“ქვეყნის მშვიდობის მთავარი გარანტი არის ღირსება, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. მხოლოდ ევროინტეგრაცია რომ იყოს მშვიდობის გარანტი, ამ შემთხვევაში უკრაინაშიც იქნებოდა მშვიდობა. ევროკავშირისკენ სწრაფვა რომ იყოს გარანტი მშვიდობის, უკრაინაშიც იქნებოდა მშვიდობა. მაგრამ ერთადერთი გარანტი მშვიდობის არის ღირსება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ღირსეული დამოკიდებულება ყველას მიმართ.
როგორც კი დასრულდება ეს არჩევნები, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, სრულად გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან. გვაქვს ძალიან კარგი სიგნალები, მათ შორის გუშინდელ სიგნალებსაც ვგულისხმობ. გვაქვს არაჩვეულებრივი სიგნალები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ურთიერთობები ძალიან მალე გადაიტვირთება, იმაზე მალე შეიძლება, ვიდრე მანამდე ვპროგნოზირებდით. ვგულისხმობ სიგნალებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ვგულისხმობ კომუნიკაციას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს