Logo

ირაკლი კობახიძე - ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით იღებენ აბსურდულ გადაწყვეტილებებს, აკეთებენ აბსურდულ განცხადებებს

პოლიტიკა
295
Frontnews image description

არაფორმალური გავლენები არის ძალიან აქტუალური ევროკავშირის მასშტაბით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სწორედ არაფორმალური გავლენების შედეგია საქართველოსთან მიმართებით მიღებული აბსურდული გადაწყვეტილებები და განცხადებები.

"დღეს, რასაც ვხედავთ ჩვენ ევროკავშირში, როდესაც ისინი, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით იღებენ აბსურდულ გადაწყვეტილებებს, აკეთებენ აბსურდულ განცხადებებს, ეს ყველაფერი არის არაფორმალური გავლენების შედეგი. აქაც, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ  პერიოდის განმავლობაში, იგივეს იმეორებენ კონკრეტული ადამიანები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ამაზე უნდა დაფიქრდეთ ალბათ ყველა“, -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები