
ავტორი
Front News საქართველო
ევროკომისიიდან კონკრეტული მაღალი რანგის წარმომადგენლები როცა გვხვდებიან, გვეუბნებიან, რომ ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებსო. ამაზე ჩვენი პასუხია, მაშინ აუხსენით ხალხს მათი განცხადებები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს.
მისივე თქმით, ამას საჯაროდ ვერ იტყვიან და ევროპარლამენტის მიმართ უპატივისმცემლობას ვერ გამოხატავენ.
“საუბარია ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლებზე და იმაზე, დახურულ შეხვედრებზე რაზეც არის საუბარი – ევროპარლამენტარებს ნუ უსმენთ, მათი შეფასებები არ არის მნიშვნელოვანი, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, მათ შეფასებებს არ ექნება გავლენა კანდიდატის სტატუსზე. ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენელზეა საუბარი, ვისაც განსაკუთრებული სიტყვა ეთქმის. დახურული შეხვედრაა, ვერ გამოვიტან გარეთ, მაგრამ ეს არის ის, რასაც გვეუბნებიან. საჯაროდ ვერ იტყვიან ამას, რადგან ევროპარლამენტის მიმართ საჯაროდ ვერ დააფიქსირებ უპატივისმცემლობას. გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილებას იღებს ევროკომისია, ევროპული საბჭო და არა ევროპარლამენტი. ეს არის რეალობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს