ირაკლი კობახიძე - ევრონესტზე მიწვეული ჰყავდათ, NGO-ს საფარქვეშ, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები

ავტორი
Front News საქართველო
ფაქტია ის, რომ ევრონესტზე მიწვეული ჰყავდათ, NGO-ს საფარქვეშ, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, ასეთ ვითარებაში, ქართული დელეგაციის მონაწილეობა იყო აბსოლუტურად ირაციონალური.
"აქაც, არის ევროპული ბიუროკრატიის მიდგომა და აქაც, მხოლოდ სინანული შეიძლება გამოვთქვათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთ რეჟიმში ძალიან რთულია კონსტრუქციული ურთიერთობების აწყობა კონკრეტულ ჩინოვნიკებთან ევროკავშირიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




