ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტის მე-7 სამარცხვინო რეზოლუცია ძალიან დასანანი და სამწუხაროა


ავტორი
Front News საქართველო
ქართველი ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ დაბრუნდა ხელისუფლებაში, არის აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელიც SWIFT-იდან საქართველოს შესაძლო გათიშვას უკავშირდებოდა.
პრემიერის შეფასებით, ეს არის ევროპარლამენტის მე-7 სამარცხვინო რეზოლუცია, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა.
"ეს ყველაფერი ახდენს საქართველოში ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციას. ევროპული კვლევების მიხედვითვე რომ არის დაკლებული დაახლოებით 20%-ით საქართველოში ევროპული სტრუქტურების მიმართ ნდობა, არ უნდა უკვირდეთ, როდესაც ასეთ სამარცხვინო შანტაჟს ახორციელებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ქართველი ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ დაბრუნდა ხელისუფლებაში, არის აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს